მთავრობის წლიური ანგარიში

მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, გახარია ოპოზიციას კიდევ ერთხელ ჩააგდებს ნოკაუტში

ის ოპონენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ კონკრეტული გეგმა არ არსებობს, სიღრმეებში არ მიჰყვებიან არც ერთ თემას. ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით, სპეკულაციურით და მავნებლურით შემოიფარგლებიან და ამბობენ, რომ გეგმა არ არსებობს. მართალი უნდა იყო, დებატებში რომ გაიმარჯვო, მხოლოდ ორატორობა არ ყოფნის [..] კიდევ ერთხელ, დარწმუნებული ვარ, პრემიერი ოპოზიციას ნოკაუტში ჩააგდებს, რომელიც საქმით დაკავებული არაა და  დაკავებულია, სამწუხაროდ, მავნებლობით.

ამბობს ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიაზე, რომელიც ხვალ, 26 ივნისს, პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში პრემიერის ანგარიშს დაესწრებიან და კითხვებსაც დაუსვამენ.

კომენტარები