ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

Rodong Sinmun

იაპონიის სანაპირო დაცვისა და სამხრეთ კორეის არმიის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ დაუდგენელი ტიპის ბალისტიკური რაკეტა ქვეყნის აღმოსავლეთით ზღვისკენ გაუშვა. იაპონიის ცნობით, გასროლიდან 20 წუთში რაკეტა იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა.

მანამდე, სეულსა და ტოკიოში მაღალჩინოსნებმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ ჩრდილოეთ კორეა გამოსაცდელი რაკეტის გასაშვებად ემზადებოდა.

13 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერ წინდაუხედავ ქმედებას, სამხრეთ კორეის მხრიდან "ჯოჯოხეთური განადგურება" მოჰყვება.

"ფხენიანს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - მშვიდობა ან განადგურება". - წერია სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. "თუკი ჩრდილოეთ კორეის ქმედებები ამ მშვიდობას ზიანს მიაყენებს, მათ მხოლოდ ჯოჯოხეთური განადგურება ელოდებათ".

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით ყველანაირ ქმედებას უკრძალავს, რაც მათ განვითარებას, გამოცდასა და განთავსებას მოიცავს.

კომენტარები