რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 31 დრონიდან 30 გავანადგურეთ

პოლიციის ოფიცერი  Shahed-136-ის ტიპის დრონის ნარჩენებთან ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
Vyacheslav Madiyevskyy/Reuters

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 15-16 დეკემბრის ღამეს რუსები Shahed-136/131-ის ტიპის 31 დრონით დაესხნენ თავს. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენებით, უკრაინელებმა 30 დრონის განადგურება შეძლეს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგიი პოპკოს თქმით, გასულ ღამეს ოკუპანტები დრონებით თავს დაესხნენ კიევსაც. უკრაინის დედაქალაქისკენ რუსებმა Shahed-ები ჯგუფებად გაგზავნეს. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ყველა მათგანის განადგურება შეძლეს.

მანვე აღნიშნა, რომ თვის დასაწყისიდან ეს დედაქალაქზე უკვე მეექვსე შეტევაა და ქალაქში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად არავინ დაშავებულა.

"გამოყენებული იარაღით თუ ვიმსჯელებთ, მტერი 2023 წლის მაისის ტაქტიკას დაუბრუნდა. მაშინ რუსები გამუდმებით ცვლიდნენ, აერთიანებდნენ და საჰაერო იარაღების ტიპების ალტერნატივებს იყენებდნენ. იგივე სცენარი იგრძნეს კიეველებმა დეკემბრის პირველ ნახევარში. თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით, ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, ისკანდერები და კინჟალები რიგრიგობით დაფრინავენ კიევში და ცვლიან ერთმანეთს". - თქვა პოპკომ.

კომენტარები