რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დაწესებაზე ოფიციალურად შეთანხმდა

Nextgov

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დაწესებაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ. ევროპაში რუსული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვები სხვა ზომებთან ერთად 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

"ევროპული საბჭო მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის შემოღებას". – წერია მის დასკვნით განცხადებებში. 

დიპლომატიური წყაროების მიხედვით, ქვეყნები სანქციების დაწესებაზე კვირის დასაწყისში შეთანხმდნენ, თუმცა ავსტრიამ თავი შეიკავა ხუთშაბათამდე საბოლოო დასტურის გამოცხადებისგან. მთავრობის თქმით, იურიდიული დოკუმენტების გამოსაკვლევად დრო სჭირდებოდათ. 

სანქციების ახალი პაკეტის მთავარი მიზანია, რუსეთს ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება შეუზღუდოს და მოსკოვის შემოსავლის წყაროები შეამციროს. სანქციების მე-12 პაკეტში ევროპის ქვეყნებში რუსული ბრილიანტების იმპორტი შეიზღუდება და რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის უკეთ გასაკონტროლებლად ზომები გატარდება.

რუსულ ნავთობზე ფასების უკეთესი რეგულაციისთვის ევროკავშირს ხარჯებთან, მაგალითად დაზღვევასთან, დაკავშირებით მეტ გამჭვირვალობას დანერგავს და ახალი შეტყობინების სისტემას შემოიღებს, რომელსაც საწვავმზიდების გასაყიდად ან გასატანად ავტორიაზაცია სჭირდება. 

წევრი ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ იარაღების დასამზადებლად გამოყენებული სამანქანო იარაღებისა და ნაწილების ექსპორტი აკრძალონ.

გარდა ამისა, სანქციების ახალ პაკეტში შედის შეტყობინების პროცედურა რუსი მოქალაქეებისა ან რუსეთში მყოფი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ევროკავშირიდან 100 000 ევროზე მეტის გატანა სურთ. 

კომენტარები