ომის დაწყების შემდეგ პირველად ვლადიმირ პუტინმა გადაცემა წლის შედეგებში მიიღო მონაწილეობა.
ყოველწლიურად რუსეთის პრეზიდენტი ხალხის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. რუსული ოპოზიციური მედიის აზრით კითხვები, ისევე როგორც პასუხები პუტინის ადმინისტრაციასთან წინასწარ არის შეთანხმებული. გადაცემაში იგზავნება ასევე sms შეტყობინებები, წლევანდელი გადაცემის ეთერში რამდენიმე კრიტიკული შეტყობინებაც მოხვდა.