ევროკავშირის გაფართოება

ბორელი: ბევრთან დიდი ხანია ვალდებულებები გვაქვს, უნდა ავჩქარდეთ და პირობები შევასრულოთ

EPA

ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება მის „ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიას“ წარმოადგენს და მისი აჩქარებაა საჭირო.

„გაფართოება ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკას წარმოადგენს. როგორც ადამიანს, რომელსაც საგარეო პოლიტიკის ავალია, გაფართოება ძვირფასი, ფუნდამენტური საკითხად მიმაჩნია. ჩვენ ბევრ ადამიანთან ზედმეტად დიდი ხანია გვაქვს ვალდებულებები, და უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ. უნდა ვიმუშაოთ, რათა ინსტიტუციური საქმიანობა 27-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად მუშაობას უკეთ მოვარგოთ, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემაა. რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულოთ, იმედგაცრუებას თავი ავარიდოთ და ავასრულოთ მოლოდინები, რომლებიც შეიქმნა". – თქვა ბორელმა.

ბორელმა ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას.

"საქართველოს კარგ მდგომარეობაშია. საქართველომ წარმატებას მიაღწია. საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, კარგ გზას ადგას". – თქვა ბორელმა.

გარდა ამისა, ბორელმა ევროკავშირთან დაახლოებული ქვეყნების უსაფრთხოების გარანტირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებული ქვეყნები უფრო მეტი საგარეო საფრთხის წინაშე დგას.

„საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, უნდა დავუჭიროთ მხარი მათ, ვინც ჩვენს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან მეტად არის თანხვედრაში. ვგულისხმობ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასაც, რადგან რაც უფრო მეტად ემთხვევიან ჩვენს საგარეო პოლიტიკას, მით უფრო დიდი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა კიბერ თავდასხმები, ამიტომ უნდა გავზარდოთ მათი გამძლეობა“. – თქვა ბორელმა.

კომენტარები