არჩევნები 2024

ზარქუა პრეზიდენტზე: სადაც არ უნდა გათხაროთ, მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ, გაშიფრული ხართ

ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ჩაფლავდა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ მოეხდინა აქ რევოლუცია, ახლა გამოდის ორ ფრონტზე. ერთი იქნება ჩემი ხაბე და მისი შემადგენლობა, ნუ ლუზერები, და აქეთ ვითომ ახალი სისხლი. მათ შორის ქალბატონი ზურაბიშვილი, გვარამია, ლელო, გახარია და დანარჩენი ხელმოცარულები. 

ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა იყოთ, როგორც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა გათხაროთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ იმიტომ, რომ გაშიფრული ხართ. თქვენ არა ხართ ქართული საზოგადოების ინტერესების მხარდამჭერი და გამტარებელი, რისთვისაც ჩვენ მოგიყვანეთ ამ გუნდში.

თქვენ ჩემი "ხაბეს" შეხვედრები რომ ნახოთ ამერიკაში, რამხელა მხარდაჭერა აქვს. დაახლოებით ერთ სეგმენტზე ოპერირებს ორივე, ეს დიდი „ნაციონალური მოძრაობის“ ღირსეული თავმჯდომარეა და ქალბატონი პრეზიდენტი. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

კომენტარები