დიდი ბრიტანეთი

YouGov - რიში სუნაკის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

რიში სუნაკი

ბრიტანული კვლევითი კომპანიის YouGov-ის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რიში სუნაკის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმზეა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 10%-ით არის დაკლებული.

YouGov-ის ცნობით, მოსახლეობაში გამოკითხვა 11-12 დეკემბერს ჩატარდა. რესპონდენტების 70%-მა თქვა, რომ მათ უარყოფითი დამოკიდებულა აქვთ რიში სუნაკის მიმართ და მხოლოდ 21%-მა გამოხატა დადებითი აზრი ბრიტანეთის პრემიერმინისტრზე. ამავე კვლევით დგინდება, რომ რიში სუნაკის პოპულარობა დაახლოებით უტოლდება ბორის ჯონსონის შესაბამის მაჩვენებელს მისი პრემიერმინისტრობის ბოლო თვეებში. 

უახლესი კვლევის მიხედვით, 2019 წელს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ამომრჩევლების 56% ამჟამად რიში სუნაკს უარყოფითად აფასებს.  

კომენტარები