უკრაინა-უნგრეთი

ზელენსკი: ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე

OFFICE OF THE PRESIDENT OF UKRAINE

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი არგენტინაში ახალარჩეული პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ზელენსკიმ შემდგომ თქვა, რომ ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ესაუბრა.

"ინაუგურაციის პარალელურად მე ვესაუბრე უნგრეთის პრემიერმინისტრს მაქსიმალურად გულწრფელად. ცხადია, ჩვენ ევროპის პოლიტიკაზე ვილაპარაკეთ" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეო მიმართვაში. 

უკრაინა უახლოეს დღეებში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება, რისი მთავარი ოპოზიციონერიც ევროკავშირში ვიქტორ ორბანის მთავრობაა. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ზელენსკისა და ორბანის საუბრის დეტალების შესახებ დამატებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

კომენტარები