კრიმინალი

შსს: 9 თვეში განზრახ მკვლელობის 52 ფაქტი აღვრიცხეთ, დედის მიერ ჩვილის მკვლელობის – 5

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულის 41 126 ფაქტი დაარეგისტრირეს (წინა წელთან შედარებით 2.11%-იანი კლება). მათი 63.09% გახსნილია. 

შსს-ს ცნობით, პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 1 261 ფაქტი დარეგისტრირდა. კერძოდ, განზრახ მკვლელობის 27, დამამძიმებელ მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის 25, მკვლელობის მცდელობის (მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში) 80 ფაქტი, დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის 5 ფაქტი, თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 ფაქტი და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი აღრიცხეს.

იმავე პერიოდში ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 6 184 შემთხვევა, ხოლო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 3 747 შემთხვევა დაარეგისტრირეს.

კომენტარები