თბილისი

CNN-მა თბილისი შობის გასატარებლად ზღაპრული ქალაქების სიაში შეიყვანა

თბილისის მთავარი ნაძვის ხე 2022 წელს

CNN-მა თბილისი საშობაო არდადეგების გასატარებლად ჯადოსნური ქალაქების სიაში შეიყვანა.

როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, თბილისი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც შობის დღესასწაულის გახანგრძლივება სურს, რადგან აქ შობა არა 25 დეკემბერს, არამედ 7 იანვარს აღინიშნება.

"მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაული ახალი წლის შემდეგაც გრძელდება, აქ მთავარი ზეიმის დღე 31 დეკემბერია, როდესაც ადგილობრივები საჩუქრებს ცვლიან და ქალაქს შეშლილი, სპონტანური ფეიერვერკები ანათებს". - წერს CNN-ი და აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აწყობილი ნაძვის ხე, ყინულოვან ამინდთან და საახალწლო განათებებთან ერთად, ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

თბილისთან ერთად ამერიკულმა საერთაშორისო მედიამ საშობაოდ ჯადოსნური ქალაქების სიაში შეიყვანა ვენა, ბრიუგე, ვროცლავი, როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერი, როვანიემი, ვალკენბურგი, გეტებორგი, რუდესჰაიმი, კოლმარი, ტრომსე და ჰალშტატი.

კომენტარები