პუტინის რუსეთი

"გაიხადე, თავს ნუ ირცხვენ" – რუსმა პოლიტიკოსმა სტუდენტს მაისური წარწერით BROOKLYN დაუწუნა

Befunky

რუსეთში ომსკის ვიცეგუბერნატორი ანდრეი შპილენკო სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკოსმა ერთ-ერთ დამსწრეს მაისური წარწერით Brooklyn დაუწუნა.

"იმას, იქ ნიუ-იორკი აწერია. რა იყო ნიუ-იორკიდან ხარ? გამოიცვალე მაისური, თავს ნუ ირცხვენ. კარგი მაისური ჩაიცვი. აი ის გოგონა შენთან პაემანზე არ მოვა". – ამბობს შპილენკო ვიდეოში.

ცოტა ხანში სტუდენტს უნივერსიტეტის ლოგოიანი მაისური მოუტანეს, რომელიც ახალგაზრდამ Brooklyn მაისურზე ზემოდან ჩაიცვა, ვიცეგუბერნატორმა სტუდენტს მადლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა.

იმავე შეხვედრაზე შპილენკომ იკითხა, თუ რისთვის მოვიდნენ სტუდენტები შეხვედრაზე, ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა, რომ ისინი აქ იძულებით "მოყარეს". ვიცეგუბერნატორმა სტუდენტს ასე უპასუხა:

"მე ასე გეტყვით, თქვენ ფარა არ ხართ, რომ ვიღაცამ "მოგყაროთ". ვიღაც "მოყარეს"? მგონი მარტო თქვენ, ახალგაზრდავ. ვშიშობ თქვენი ადგილი შეიარაღებულ ძალებშია. იქ ასეთი ლაპარაკი არ გაგივათ".

კომენტარები