საქსტატის მონაცემები

საქსტატი: რუსეთიდან საქართველოში მიმდინარე წელს 20 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა

საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოში 2.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 56 ტონა პრეზერვატივი (ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივი) შემოვიდა.

მონაცემების მიხედვით, პრეზერვატივების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან (20 ტონა, 1.6 აშშ დოლარი) შემოვიდა. ხუთეულში ასევე შედიან ლატვია, გერმანია, მალაიზია და ჩინეთი.

ამავდროულად, საქართველოდან 2023 წლის პირველ 10 თვეში 947 050 აშშ დოლარის 11 ტონა პრეზერვატივი გავიდა – 7 ტონა სომხეთში, 4 ტონა კი ბელარუსში.

2022 წლის იგივე პერიოდში საქართველოში 2.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 50 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა (რუსეთი, გერმანია, ლატვია, ყაზახეთი, ინდოეთი) და 1.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 20 ტონა პრეზერვატივი გავიდა (სომხეთი, ბელარუსი).

კომენტარები