საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1.7 მილიონი არარეზიდენტი მოგზაურის შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
1.7 მილიონიდან 1.5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტი იყო, რაც 4.6%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი.
საერთაშორისო ვიზიტორების 77.2% ტურისტები, 18.8% ექსკურსანტები, ხოლო 4% როგორც ტურისტები, ისე ექსკურსანტები იყვნენ.
უცხოელი ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, ჯამური რაოდენობის 22.5% თურქეთიდან იყო. მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაცია გავიდა 20.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე სომხეთი 10.6%-იანი წილით.
ვიზიტორთა 46.9% 31-50 წლის ასაკობრივ შუალედს მიეკუთვნებოდნენ.





