მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი გადადგება - რეალურად, გადააყენებენ, როგორც თავის დროზე გიორგი გახარია გადააყენეს. დიდი ალბათობით, შეიძლება, ეს აგვისტო-სექტემბერში მოხდეს. რეალურად, შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ორი რამისთვის დასჭირდეთ - ერთი, ეს არის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მხრიდან არჩევნების შემდგომი ოპოზიციის კამპანიის მხარდაჭერა, გაყალბებასთან დაკავშირებით და ა.შ. ყველამ წინასწარ ვიცით, არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია კამპანიას რაზეც ააგებს. შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას ამაში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დასჭირდეს. ამისთვის, ის პრეზიდენტის პოსტზე სჭირდებათ, თუმცა, შეიძლება, განხილული იყოს ალტერნატიული სცენარი, როცა სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში, სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მე იმ ადამიანებისთვის უფრო პრაგმატული სცენარი მისი პრეზიდენტად დატოვება მგონია, რადგან, ზურაბიშვილს დიდი საარჩევნო რესურსი არ აქვს. საბოლოო ჯამში, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
tbl.ge/6mma
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის
- წილოსანი: რა დაგვაკლო უაზრო კრიტიკამ და შანტაჟმა? არაფერი - პოზიციები გავიმყარეთ




