შეზღუდვები გზებზე

ზვავსაშიშროების გამო, კორშა-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

Facebook / საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კორშა-შატილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

რაც შეეხება ჟინვალი-კორშას მონაკვეთს, აქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზვავსიშიშროების გამო, ავტოტოტრასპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური–კობის მონაკვეთზეც.

კომენტარები