გზების დეპარტამენტი

ზვავსიშიშროების გამო, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. ამის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები