რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკში ე.წ. ყოფილი დეპუტატი ოლეგ პოპოვი ააფეთქეს

ლუგანსკის ე.წ. პარლამენტის წევრი ოლეგ პოპოვი
Unian

ლუგანსკის თვითგამოცხადებული პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოლეგ პოპოვი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. შემთხვევა ლუგანსკის ცენტრში მოხდა.

წარსულში პოპოვი მარიონეტული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

გამოძიება ტერორისტული აქტის მოწყობის მუხლით არის დაწყებული.

2022 წელს პოპოვს თავს დაესხნენ, რუსულმა მედიამ მისი სიკვდილის ინფორმაცია გაავრცელა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, "დეპუტატის" სიკვდილი სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რომლითაც უკრაინელი პარტიზანების გამოვლენას ცდილობდნენ.

8 ნოემბერს ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებული პარლამენტის დეპუტატი მიხაილ ფილიპინენკო მანქანის აფეთქების შედეგად მოკვდა.

კომენტარები