აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 დეკემბერს თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით 175 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს.
ბლინკენის მიხედვით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემების აღჭურვილობას, დამატებით ამუნიციას HIMARS-ის სისტემებისთვის, მაღალი სიჩქარის რადიაციის საწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.
"თუ კონგრესი არ დააკმაყოფილებს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების დამატებით დაფინანსების მოთხოვნას, ეს ერთ-ერთი ბოლო უსაფრთხოების დახმარების პაკეტი იქნება, რის მიწოდებასაც უკრაინისთვის შევძლებთ" - თქვა ენტონი ბლინკენმა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



