უკრაინა

Українська правда: რადას ყოფილი დეპუტატი, ილია კივა უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოკლა

thesun.ie

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა მოსკოვში მოკლული იპოვეს. უკრაინული გამოცემა Українська правда ავრცელებს ინფორმაციას, რომ ილია კივას მკვლელობაზე პასუხისმგებელი უკრაინის უშიშროების სამსახურია

აღნიშნულ ინფორმაციას Українська правда უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მედია ილია კივას მოღალატედ, კოლაბორაციონისტად და პროპაგანდისტად მოიხსენიებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ილია კივა მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. თავდაპირველად, ილია კივას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა, სადაც დადასტურებული იყო, რომ კივა მოსკოვის ერთ-ერთ ოლქში იპოვეს.

კომენტარები