ელ სალვადორი

Amnesty International: 1992 წლის შემდეგ, ელ სალვადორში ადამიანის უფლებათა ყველაზე დიდი კრიზისია

El Salvador Presidency Press Office

Amnesty International-ის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ელ სალვადორში 1980-1992 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ყველაზე დიდი კრიზისია.

"ადამიანის უფლებების გაუარესება, რომელიც ბოლო წლებში აღვრიცხეთ, უკიდურესად შემაშფოთებელია... უსაფრთხოების უაღრესად რეპრესიული პოლიტიკის მიღებამ და კანონის უზენაესობის შესუსტებამ ქვეყანა სამოქალაქო ომის შემდეგ ერთ-ერთ უმძიმეს კრიზისამდე მიიყვანა". - თქვა ამერიკის კონტინენტზე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის დირექტორმა, ანა პიკერმა.

როგორც Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი, ქვეყნის პრეზიდენტის, ნაიიბ ბუკელეს მიერ ბანდების წინააღმდეგ წამოწყებული უმკაცრესი პოლიტიკის ფარგლებში დაკავებული ადამიანები "წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობის სისტემატურ გამოყენებას ექვემდებარებოდნენ".

ორგანიზაციის ანგარიში დაფუძნებულია 83 ინტერვიუზე. Amnesty-ს გარდა ქვეყანაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე სხვა ორგანიზაციებიც წერენ. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, ბუკელეს პოლიტიკის ფარგლებში რეპრესირებული 327 ადამიანია დაკარგული და სულ მცირე, 190 დაიღუპა.

ბუკელეს პოლიტიკის შესახებ მეტი წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: იქიდან ელ ჩაპოც ვერ გაიქცეოდა – რა ხდება ელ სალვადორის მეგა-ციხეში

კომენტარები