ელ სალვადორი

ელ სალვადორის პარლამენტში შეიარაღებული ძალები პრეზიდენტის მოთხოვნის მხარდასაჭერად შევიდნენ

Reuters

ელ სალვადორი პარლამენტის შენობაში შეიარაღებული პოლიციელები და ჯარისკაცები ძალის გამოყენებით შევიდნენ. პარლამენტში მაშინ შევიდნენ, როდესაც პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ კანონმდებლებს მიმართა და ქვეყნის უშიშროების ძალების უკეთ აღჭურვისათვის 109 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის დამტკიცება მოითხოვა.

მანამდე მან პარლამენტარებს მისი მოთხოვნის შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შეიარაღებული პირების შესვლას ზეწოლად აფასებს.

ელ სალვადორში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მკვლელობების კუთხით. ძალადობას უმეტეს შემთხვევაში ცენტრალურ ამერიკაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები ახორციელებენ. ბუკელე პრეზიდენტად 2019 წელს არიჩიეს და პირობა დადო, რომ ძალადობისა და კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებდა.

ბუკელეს სურს დამატებითი თანხები პოლიციის და არმიის აღჭურვილობის და ტექნიკის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს, თუმცა გასულ კვირას პარლამენტარების ნაწილი მისი შემოთავაზების განხილვას არ დაესწრო.

ბუკელემ მხარდამჭერებს მოუწოდა პარლამენტთან გამოსულიყვნენ, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოსთან 50,000-მდე ადამიანი შეიკრიბა.

კომენტარები