რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული 48 დრონიდან 41 გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

6 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 48 დრონით შეუტიეს, მათგან 41 კი უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და საჰაერო ძალები ავრცელებენ

"სულ Shahed-136/131-ის ტიპის 48 დრონი გაუშვეს [მანამდე გენშტაბის გავრცელებული ინფორმაციით, 50 დრონი გაუშვეს]. საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა მტრის 41 უპილოტო საფრენი აპარატი". - აღნიშნულია საჰაერო ძალების განცხადებაში.

ამასთან, რუსებმა დრონები ორი მიმართულებიდან: კურსკის ოლქიდან და ყირიმიდან გაუშვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები.

კომენტარები