ციკლონი ინდოეთში

ინდოეთში ციკლონს, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ანდჰრა პრადეშის შტატში ციკლონ მიჩაუნგისგან გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 9 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი ემსხვერპლა.

სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთს ხე დაეცა, ერთი ადამიანი წყალში ელექტროკაბელებისგან გადასულმა დენმა იმსხვერპლა, დანარჩენი ექვსი კი მოვარდნილ წყალმა იმსხვერპლა.

110 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სტიქია ინდოეთის სამხრეთში მდებარე შტატებს თავს დღეს დაატყდა. ზოგიერთი დასახლება 1.5 მეტრამდე სიმაღლის წყალმა დაფარა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ანდჰრა პრადეშის შტატიდან 9 500-მდე ადამიანი ევაკუაცია მოხდა, ტამილნადუს შტატიდან კი 7 000-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

კომენტარები