მოლდოვა

მომიტინგე ფერმერებმა კიშინიოვის ცენტრში ნეხვი და თივა მიიტანეს

ფოტო კიშინიოვში მიმდინარე ფერმერების საპროტესტო აქციიდან, 2023 წლის 5 დეკემბერი
Esp.md

მოლდოვაში, მომიტინგე ფერმერებმა კიშინიოვის ცენტრში ნეხვი, თივა და ყურძენი მიიტანეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ნეხვის დაყრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან დაყრას აპირებდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

ფერმერების მორიგი საპროტესტო აქცია 22 ნოემბერს დაიწყო. მეორე დღეს მომიტინგეები კიშინიოვში ტრაქტორებითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეები სუბსიდიის ნახევარი მილიარდი ლეით($2.8 მილიონი) გაზრდას, ასევე კრედიტების გაყინვას ითხოვენ.

ერთი კვირის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვლადიმირ ბოლეამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილება "ფიზიკურად შეუძლებელია".

4 დეკემბერს ფერმერების წარმომადგენლებს შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ. მან მხარი დაუჭირა აქციის მონაწილეებს და ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეები შეხვედრით უკმაყოფილონი დარჩნენ.

კომენტარები