ენმ

მანჯგალაძე: ენმ სააკაშვილის პარტიაა, მას როგორიც უნდა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება

მე არ წარმოვადგენ ნაციონალურ მოძრაობას და პარტიის შიგნით მიმდინარე საკითხებზე დელიკატურია ჩემთვის და ამიტომ არ ვისაუბრებ, ვინ არის მტყუანი, მართალი, ამის გარჩევაში არ შევალ, მაგრამ ჩემს პოზიციას, როგორც მოქალაქის და გარედან მაყურებლის ვიტყვი - პირველ რიგში, ეს ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს, გაბრაზებული ადამიანები, მეც ვყოფილვარ გაბრაზებული და ვიცი, რასაც ნიშნავს, ერთდროულად იძახიან, "ხაბეიშვილი არაფერს არ წყვეტს“ და "ყველაფერი ხაბეიშვილის ბრალია და გადადგეს“.

ახლა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ უნდა, ხაბეიშვილი არაფერს არ წყვეტს, თუ ხაბეიშვილის ბრალია ყველაფერი?

როგორ შეიძლება, ორივე პროპაგანდა აწარმოო წარმატებულად, რომ იძახო, ხაბეიშვილს არავინ არაფერს არ ეკითხება, არაფორმალური მმართველობაა და თან იძახო, რომ ხაბეიშვილი გადადგეს და ყველაფერი დალაგდება. აი, როგორ არის თავსებადი ერთმანეთთან. 

მეორე, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და მიხეილ სააკაშვილს როგორც უნდა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება ამ პარტიაში. თუ ასე არ არის, მაშინ მითხრან.

პირდაპირ ვთქვათ, კაცო, მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. იცით,  23 ნოემბერს ერთიანობის შეკრება იყო, გამოვიდა გიორგი ვაშაძე  და თქვა, რომ არა მარტო ნაციონალური მოძრაობის, არამედ გამარჯვების კოალიციის წამყვანი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. [...]

მე არავისთან პრეტენზია არ მაქვს, რომ მქონოდა, ვიტყოდი აქ, უბრალოდ ერთი რამ... მიხეილ სააკაშვილმა თქვა: „არანაირი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ახალი მენეჯმენტის“ და თქვა, რომ ამ პროცესის ლიდერი არის თვითონ. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, მიხეილ სააკაშვილს მიმართოს.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა პაატა მანჯგალაძემ პალიტრანიუსის ეთერში, ენმ-სთან დაპირისპირებაზე.

კომენტარები