რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტიმოთი სნაიდერი: 2023 წელს უკრაინის მთავარი მიღწევა შავ ზღვაზე გამარჯვებაა

GETTY IMAGES

იელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა ტიმოთი სნაიდერმა თქვა, რომ მთელი ომის მანძილზე უკრაინის მთავარი მიღწევა შავ ზღვაზე წარმატება იყო, რაც ბევრისთვის შეუმჩნეველი დარჩა

ტიმოთი სნაიდერის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2023 წელს მოახერხეს შავი ზღვის ფლოტის შენარჩუნება და ამავდროულად კომერციული დერეფნის გახსნა მარცვლეულის ვაჭრობისთვის. ისტორიკოსმა დაამატა, რომ ეს დიდი სამხედრო და სტრატეგიული წარმატებაა და მხოლოდ რამდენიმე მსოფლიო გამოცემამ გააშუქა ის სათანადოდ. 

ტიმოთი სნაიდერმა შავ ზღვაზე უკრაინის მიღწევების შესახებ The Telegraph podcast-ში ისაუბრა. 

კომენტარები