ოპოზიციას სამუშაო პროცესზე წარმოდგენა არ აქვს, ეს შეგრძნება საერთოდ ატროფირებული აქვთ. ადამიანებს, რომლებსაც ამ მოწვევის პარლამენტში თითი თითზე არ დაუკარებიათ, ბუნებრივია, პროტესტის გარდა, არაფერი სხვა უნარი არ აქვთ შერჩენილი. შესაბამისად, პროცესს დაელოდონ. მუშაობას გონი, ჭკუა, დაფიქრება და ანალიზი სჭირდება, რაც მათ არ აქვთ - გვაცადონ, ვისაც ეს უნარ-ჩვევები გვაქვს და ამ საქმეს კვალიფიციურად და მეთოდურად მივყვებით. ტექსტს ნახავენ, გაეცნობიან და შემდეგ შეეძლებათ, გინდ გააპროტესტონ, გინდ შიმშილობა გამოაცხადონ და გინდ ტანზე შემოიხიონ.
საქართველო-ევროკავშირი
ოდიშარია ოპოზიციაზე: გვაცადონ მუშაობა, ვისაც ჭკუა, ანალიზისა და დაფიქრების უნარი გვაქვს
tbl.ge/6ma0
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 9 დათქმის შესასრულებლად შემუშავებულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
მმართველმა გუნდმა ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, თუმცა, ის ჯერ არ გასაჯაროებულა.
ამავე თემაზე
- EU-ს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს – პაპუაშვილი
- უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა EU-ს და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს
- არ გახდება კვლავ EU მშვიდობის პროექტი? ეს გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს - მათიკაშვილი
- საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს
- პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას




