ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ის არის ქართველი ხალხის მოამაგე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთ რთულ პერიოდში გვერდში მდგომი [...] დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია. რა თქმა უნდა, ის კვლავაც რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ ქველმოქმედად, მეცენატად, რომლის ძალისხმევითაც ამ ქვეყანაში არაერთი ისტორიული საქმე გაკეთდა. ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ მისი მხარდაჭერა უპრეცედენტოა.
tbl.ge/6m8r
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებული გავლენიანი ადამიანების სიასთან დაკავშირებით.
გამოცემის სიაში კატეგორიაში ამრევები მე-8 ადგილს ბიძინა ივანიშვილი იკავებს. POLITICO ივანიშვილის ოლიგარქად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანი საქართველოს ევროკავშირისგან დაშორება და კრემლთან დაახლოებაა.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




