ავტოსაგზაო შემთხვევა

ვაზისუბანში ცემენტმზიდი კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ვაზისუბანში ცემენტმზიდი სატვირთო მანქანა კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები