საქართველო-რუსეთი

Georgian Airways-ი თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი რუსეთში ფრენებზე მიმართულებებს ამატებს. როგორც კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი, სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. 

ამავდროულად, პეტერბურგის Пулково აეროპორტის მმართველ კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრენები 10 დეკემბრიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. 

სანქტ-პეტერბურგი მეორე მიმართულებაა რუსეთში, სადაც Georgian Airways-ი ფრენებს განახორციელებს. პირველი რეისი მოსკოვის მიმართულებით კომპანიამ 20 მაისს, მას შემდეგ, შეასრულა, რაც ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2023 წლის 16 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა. 

კომენტარები