რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის მერი: ჩამოგდებულია დედაქალაქის მიმართულებით მფრინავი დრონები

სერგეი სობიანინი

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით 26 ნოემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონები გაანადგურეს.

"ამ მომენტისთვის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ნარო-ფამინსკისა და ოდინცოვსკის საქალაქო ოლქებში ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა. ასევე რამდენიმე დრონი განადგურებულია ბრიანსკის, ტულისა და კალუჟის ოლქებში.

წინასწარი ცნობებით დაზარალებულები არ არიან. საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოგდების ადგილას მუშაობენ საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები". – წერს მოსკოვის მერი Telegram-ში.

თავდასხმის მომენტში მოსკოვის აეროპორტებში შეაყოვნეს ან გააუქმეს რამდენიმე რეისი. რუსული მედიის ცნობით დომოდედოვოს აეროპორტში გადაიდო 8 და გაუქმდა 3 რეისი, შერემეტიევოში გადაიდო 7 რეისი, ხოლო ვნუკოვოში – 9.

მოგვიანებით ანგარიში გამოაქვეყნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. უწყების ცნობით ჯამში 26 ნოემბრის დილას 20 უპილოტო საფრენი აპარატია განადგურებული.

კომენტარები