უკრაინაში დაღუპული ქართველები

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე, საქართველოში გუშინ ღამით ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

"ცხედრის გამოსატანად დაიგეგმა რამდენიმე ოპერაცია, სამწუხაროდ, წარუმატებლად. ოპერაციის ბოლო ფაზამ კიდევ უფრო დაგვწყვიტა გული და კიდევ ერთი მსხვერპლი მოიტანა ჩვენს რიგებში... ჩვენ გავწმინდეთ მოწინააღმდეგის მტრის ძალისგან აღნიშნული ტრანშიები. გახსნეს საარტილერიო ცეცხლი და ამ საარტილერიო ცეცხლში მოყვა [ნიკა გელენიძე]". - ამბობს უკრაინაში გელენიძესთან ერთად მებრძოლი ქართველი ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები