დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში კაცი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, პოლიციის ტყვიამ იმსხვერპლა

UK News in Pictures

დიდ ბრიტანეთში მამაკაცი ამბობდა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, რის გამოც, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. საბოლოოდ, დაახლოებით 40 წლის მამაკაცი პოლიციის გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მამაკაცთან სასაუბროდ სპეციალისტ მომლაპარაკებელს იყენებდა. კაცმა პოლიციას უთხრა, რომ ის გადატენილი შაშხანით იყო შეიარაღებული. პოლიციის მისვლიდან დაახლოებით ერთ საათში სამართალდამცავებმა სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო ჯგუფები კაცის გადარჩენას ცდილობდნენ, მალევე ექიმებმა მამაკაცი გარდაცვლილად გამოაცხადეს. 

პოლიციამ კაცის საცხოვრებელში გაჩხრეკისას იარაღი იპოვა. სავარაუდოდ, სახლში მამაკაცის გარდა არავინ იმყოფებოდა. 

კომენტარები