უკრაინა-ლიტვა

ლიტვის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

ლიტვის პრემიერმინისტრი ინგრიდა შიმონიტე, კიევი, 2023 წლის 24 ნოემბერი
Twitter

ლიტვის პრემიერმინისტრი ინგრიდა შიმონიტე უკრაინაში ვიზიტით იმყოფება.

ამის შესახებ ქვეყნის პირველი პირი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ი) წერს.

"კიევში პატივი მივაგე კაცებსა და ქალებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ერის ორ ფუნდამენტურ უფლებას შეწირეს: არსებობას და თავისუფლებას. მათ საკუთარი სიცოცხლე ჩვენს დასაცავად გაიღეს.

ერთადერთი გზა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად არის უკრაინის დახმარება, რომ, რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, დაიბრუნოს მისი ტერიტორიული მთლიანობა".– წერს პრემიერმინისტრი.

ცოტა ხნით, ევრომაიდანის 10 წლისთავზე შიმონიტემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოჯახი უკრაინის გარეშე არასრულია.

კომენტარები