უკრაინა-ლიტვა

ყველაფერი ყირიმში დაიწყო და ყირიმში უნდა დასრულდეს - ლიტვის პრეზიდენტი

გიტანას ნაუსედა

უკრაინაში ვიზიტისას ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში ყირიმში დაიწყო და ყირიმში უნდა დასრულდეს. ნაუსედამ განცხადება ყირიმის პლატფორმის სამიტზე გააკეთა. 

ნაუსედას თქმით, 2022 წელს დაწყებულ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს წინ უძღოდა 2014 წელს ჰიბრიდული შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. 

"ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ გაუკვალა გზა საერთაშორისო სამართლის ერთმა ცინიკურმა დარღვევამ მეორეს" - თქვა ლიტვის პრეზიდენტმა. 

ნაუსედამ ასევე თქვა, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ პასუხი აგებინოს რუსეთს იმისთვის, რაც ჩაიდინა. 

კომენტარები