რამშტაინის შეხვედრა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის შეხვედრის დეტალებზე ილაპარაკა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი
Hvylya.net

უკრაინის თავადცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა 22 ნოემბრის საღამოს რამშტაინის შეხვედრის დეტალებზე ილაპარაკა.

მან დაასახელა შეხვედრის 5 ძირითადი შედეგი, რომელზე საუბარი საჯაროდ არის შესაძელებელი:

  • ჩამოყალიბდა საჰაერო თავდაცვის სისტემების ახალი კოალიცია, რომლის ლიდერები გერმანია და საფრანგეთი არიან. კოალიციაში 20 ქვეყანა შევიდა. ამ ზამთრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქალაქების საჰაერო სისტემებით მომარაგებაა;
  • ნიდერლანდები უკრაინას 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს;
  • IT მიმართულების ლიდერი - ესტონეთი, ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს IT კოალიციის მოღვაწეობას მოხმარდება;
  • დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია საზღვაო კოალიციის ფარგლებში იმუშავებს შავი ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე;
  • ბრიუსელელ კოლეგებთან ერთად განვაგრძობთ თავსებადობის სამხედრო რუკაზე მუშაობას.

"უკრაინის არმია უნდა პასუხობდეს NATO-ს ყველა კრიტერიუმს. პარტნიორებთან სრული თავსებადობის მიზნით ცვლილებები აუცილებელია". – წერს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები