რამშტაინის შეხვედრა

23 იანვარს რამშტაინის შეხვედრა ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება

23 იანვარს უკრაინისა და NATO-ს რამშტაინის ფორმატის შეხვედრა გაიმართება

შეხვედრა პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან ერთად სატელეფონო საუბრისას დაგეგმა.

პენტაგონში აღნიშნეს რომ ჩანიშნული შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

"ოსტინმა გაიმეორა, რომ აშშ და კოალიცია, რომელიც 50-ზე მეტი სახელმწიფოსგან შედგება უკრაინის ერთგული რჩება და რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში მის მხარდაჭერას აგრძელებს". – თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

კომენტარები