თამაზ გინტურის მკვლელობა

სვენ მიკსერი: გინტურის მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი იყო, თუმცა ეს არაა იზოლირებული აქტი

იმ დღეს, როდესაც მის სამშობლოს უნდა მიეღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს. ოკუპანტების მიერ ჩადენილი მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და ძალადობრივი იყო, თუმცა ეს არ არის იზოლირებული აქტი. მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიყწო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და დაიკავა მისი სუვერენული ტერიტორიები, ჩვენ ვხედავთ მსგავსი ინცინდენტების მუდმივ ნაკადს. ადგილობრივი მცხოვრებლები და საქართველოს მოქალაქეები მუდმივად შევიწროებულები არიან, ირღვევა ადამიანის უფლებები, უკანონოდაა შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ადამიანის უფლებების დამრღვევების პასუხისმგებაში მიცემა. ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირის საბჭოს დაიწყოს კონსულტაციები საქართველოს წარმომადგენლებთან, რათა შედგეს სია იმ პირებისა, ვინც დაარღვიეს ადამიანის უფლებები და დაწესდეს ეფექტური და მიზნობრივი სანქციები. 

თქვა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტში, თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის განხილვისას. 

კომენტარები