თამაზ გინტურის მკვლელობა

მირიამ ლექსმანი: გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირდაპირი პასუხისმგებლობაა

მე ფუნდამენტურად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას. ეს საზარელი აქტი, როგორც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის, გატაცების, უკანონო დაკავების და წამების ყველა სხვა აქტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ეს არ მოხდებოდა, საქართველოს სუვერენული ტერიტორია რომ არ იყოს ოკუპირებული. ამიტომაც, ყველა პასუხისმგებელმა პირმა უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციებით, მაგრამ რაც მთავარია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს საქართველოს უკანონო ოკუპაცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთის და მისი მარიონეტული რეჟიმების ყველა ძალისხმევას ხელი შეუშალოს ამ მიზნებს. 

თქვა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტში, სადაც თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია განიხილეს.

კომენტარები