აფეთქება კანადისა და აშშ-ის საზღვარზე

აშშ-სა და კანადის დამაკავშირებელ ხიდზე მანქანის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

პოლიცია აშშ-ისა და კანადის შემაერთებელ ხიდზე მომხდარი ინციდენტის ადგილზე 
Reuters Tv/Reuters

22 ნოემბერს აშშ-სა [ნიუ იორკის] და კანადის შემაერთებელ "ცისარტყელას ხიდზე" მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილში მჯდომი 2 ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე აფეთქებას გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ნიუ იორკის შტატის პოლიციისა და აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები იძიებენ. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ნიუ იორკის გუბერნატორის, კეტლინ ჰოკულის თქმით, FBI-ის ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალები ნიუ იორკის შტატის პოლიციასთან ერთად ქალაქის "ყველა შესასვლელს თვალს ადევნებენ". 

ამ ეტაპზე აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარე ყველა სამთავრობო შენობა დახურული და ევაკუირებულია. ინციდენტის შემდეგ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე 2 დღით დაიხურა ბუფალო ნიაგარას საერთაშორისო აეროპორტი და გაუქმდა ყველა შიდა და გარე ფრენები. ამასთან, აეროპორტი ბომბის აღმომჩენი ძაღლებით მოწმდება.

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ოფისის განცხადებაში კი წერია, რომ ტრუდო უკვე დაუკავშირდა აშშ-ის წარმომადგენლებს და სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია. 

"საჯარო უსაფრთხოების მინისტრი, კანადის სამეფო პოლიცია (RCMP) და კანადის სასაზღვრო სამსახურის სააგენტო (CBSA) ბოლომდე ჩართულები არიან და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ". - წერია განცხადებაში.

კომენტარები