რუსეთი

პუტინმა 2024 რუსეთში ოჯახის წლად გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2024 წლის "ოჯახის წლად" გამოცხადების შესახებ. 

დოკუმენტის მიხედვით, გადაწყვეტილების მიზანი "ოჯახისა და ტრადიციული ოჯახური ფასეულობების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პოპულარიზაციაა". რუსეთის მთავრობამ 27 დეკემბრამდე უნდა ჩამოაყალიბოს სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტი და დაამტკიცოს "ოჯახის წელთან" დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები.

საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარედ პუტინმა ვიცეპრემიერი, ტატიანა გოლიკოვა დანიშნა. 

"ოჯახის წლის" ინიციატივით ნოემბერში, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატი, ვალენტინა მატვინენკო გამოვიდა. მისი თქმით, საჭიროა ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროა მოქმედების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება.

კომენტარები