შავ ზღვაში დაკარგული გემი

შავ ზღვაში თურქული სატვირთო გემი დაიკარგა

GETTY IMAGES

კვირას, 19 ნოემბერს შავ ზღვაში შტორმის დაწყებასთან ერთად თურქეთის სანაპიროებთან სატვირთო გემი დაიკარგა. მასზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფება.

ზონგულდაკის პროვინციის გუბერნატორის ოფისის თქმით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი Kafkametler-ის კაპიტანმა ბოლოს დილის საათებში შესაბამის სამსახურებს შეატყობინა, რომ გემი ქალაქ ერეგლისთან მდებარე ჯებირისკენ მიემართებოდა. მას შემდეგ გემთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

კვირას რეგიონში ძლიერი შტორმი დაიწყო, რის გამოც საჰაერო და საზღვაო სამაშველო ჯგუფებს გემის ძებნაში ხელი ეშლებათ.

პროვინციის გუბერნატორის ოფისი აღნიშნავს, რომ რეგიონში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებისთვის სპეციალური ჯგუფები გაგზავნეს. ისინი ოპერაციაში მაშინვე ჩაერთვებიან, როგორ კი ამინდი ამის შესაძლებლობას მისცემთ.

კომენტარები