შავ ზღვაში დაკარგული გემი

შავ ზღვაში დაკარგული თურქული სატვირთო გემი ჯებირთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა

GETTY IMAGES

20 ნოემბერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ თქვა, რომ თურქეთის სანაპიროებთან დაკარგული სატვირთო გემი შავ ზღვაში ჩაიძირა. მასზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.

მანამდე, ზონგულდაკის პროვინციის გუბერნატორის ოფისის თქმით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი Kafkametler-ის კაპიტანმა ბოლოს დილის საათებში შესაბამის სამსახურებს შეატყობინა, რომ გემი ქალაქ ერეგლისთან მდებარე ჯებირისკენ მიემართებოდა.

რეგიონში ძლიერი შტორმის გამო საჰაერო და საზღვაო სამაშველო ჯგუფებს გემის ძებნაში ხელი ეშლებათ.

"როდესაც ამინდი გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დაუყოვნებლივ დაიწყება". – თქვა იერლიკაიამ. 

კომენტარები