რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა, დაჭრილია 6 წლის ბავშვი

Up.ukr

19 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე რუსებმა ხერსონი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით დაშავებულია 6 წლის ბავშვი.

"რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი. ქალაქში მძლავრი აფეთქებების ხმა ისმის. თავს გაუფრთხილდით. თავი შორს დაიჭირეთ ფანჯრებისგან და გახსოვდეთ ორი კედლის წესი". – წერს ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური.

ორი კედლის წესი უსაფრთხოების წესია, რომლის მიხედვითაც დაბომბვის დროს, ადამიანსა და ღია სივრცეს მინიმუმ ორი კედელი უნდა აშორებდეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები