მოლდოვა

დევიდ კემერონი უკრაინის შემდეგ სამუშაო ვიზიტით მოლდოვას ეწვია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი უკრაინის შემდეგ მოლდოვას ეწვია ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების განსახილველად. 

კემერონი ვიზიტისას მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა. 

"გამოვხატე მადლიერება უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერისთვის: საკვანძო საკითხია მოლდოვის უსაფრთხოებისა და ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის". – წერს სანდუ X-ზე. (ყოფილი Twitter)

დევიდ კემერონი ასევე შეხვდა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკუ პოპესკუს.

"ჩვენ განვიხილეთ მოლდოვასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერების საერთო ინტერესი, ჩვენი დიასპორებისთვის ბენეფიტებზე ფოკუსირებით". – წერს პოპესკუ Telegram-ზე.

მანამდე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დევიდ კემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია. კიევში იგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

შეხვედრისას კამერონმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის "მორალურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერას".

"მე გარკვეული უთანხმოება მქონდა ბორის ჯონსონთან, ჩვენ ერთმანეთს 40 წელია ვიცნობთ, მაგრამ მისი მხარდაჭერა თქვენ მიმართ იყო საუკეთესო რამ, რაც მან და მისმა მთავრობამ გააკეთეს". - თქვა კამერონმა. 

ამასთან, შეხვედრაზე ზელენსკიმ კამერონს თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიოს ყურადღებების ცენტრში არ არის მხოლოდ უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული ვითარება". - თქვა ზელენსკიმ ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ჰამასს შორის ომთან დაკავშირებით. 

"ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვართ უკრაინელი მოქალაქეების თბილი დახვედრისთვის დიდ ბრიტანეთში. მოხარული ვართ, რომ თქვენ უკრაინაში ჩამოხვედით". - დაამატა მან.

კომენტარები