აფეთქება სომხეთში

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქებას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა

სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში აფეთქებას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი. დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, როგორც გარდაცვლილი, ასევე დაშავებულები უნივერსიტეტის თანამშრომლები იყვნენ.

უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სარდაფში მომხდარი აფეთქების გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

უნივერსიტეტის პრესსპიკერი კი აცხადებს, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის ძაბვის სწრაფმა ცვლილებამ გამოიწვია.

კომენტარები