რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული მოხალისეთა კორპუსის მეთაურს რუსეთში სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

რუსული მოხალისეთა კორპუსის მეთაური დენის კაპუსტინი
armyinform.com.ua

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაურს, დენის კაპუსტინს (ნიკიტინი) რუსეთში სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

განაჩენი რუსეთის დასავლეთის ოკრუგის მე-2 სამხედრო სასამართლომ გამოიტანა. კაპუსტინს სასამართლო სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმში ადანაშაულებს.

კაპუსტინის РДК-მ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით ორი მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა: თავდაპირველად, მარტის დასაწყისში ბრიანსკის ოლქში, მაისის ბოლოს კი ბელგოროდის ოლქში. პროუკრაინული რაზმი პერიოდულად აგრძელებს მცირე მასშტაბის ოპერაციებს რუსეთის ტერიტორიაზე. 

რუსეთში ხალხს არასასურველი მომავლისთვის მზადებას ვურჩევ – ინტერვიუ РДК-ს შტაბის მეთაურთან

კომენტარები