მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: რუსეთთან უნდა გვქონდეს ისეთი ურთიერთობა, რომ მომავალში შევძლოთ საუბარი

რომ დამენახა, ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ ნაბიჯებს დგამს, პირველი მე ვიქნებოდი ეკლესიიდან, ვინც ხმას ამოიღებდა. იცით, რომ ცერემონიები არ მიყვარს და აუცილებლად ვიტყოდი, ცოტა ხისტი და უხეშიც ვიქნებოდი. დღევანდელ პირობებში, მე ვერ ვხედავ ამის საშიშროებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამერიკასთან საუკეთესო ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ევროპისკენ სწრაფვა ნიშნავს, რომ ყველანაირად განვვითარდეთ, მაგრამ ევროპასაც ბევრი აქვს ჩვენგან სასწავლი. ასევე, ნებისმიერ ქვეყანასთან. რუსეთს რა ვუყოთ? ფარდა ხომ არ არის, გადავწიოთ. რუსეთთანაც უნდა გვქონდეს ისეთი ურთიერთობა, მომავალში, ეს არევდარევა რომ დამთავრდება, შევძლოთ მათთან საუბარი, რომ აფხაზეთიც უნდა დავიბრუნოთ და ცხინვალის რეგიონიც. ამიტომ, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და კავკასიის ხალხებთან, ყველასთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა. 

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტვ იმედის ეთერში.

კომენტარები