სომხეთი-ინდოეთი

ინდოეთი სომხეთს 150 000 ჭურვს მიაწვდის

ინდოეთის საჰაერო-კოსმოსური სივრცის თავდაცვის სიახლეების (IADN) ცნობით, საბრძოლო მასალის მწარმოებელი ინდური სახელმწიფო კომპანია Munitions India Limited-ი (MIL) სომხეთს 150 000 ერთეულ 30-მილიმეტრიან და 40-მილიმეტრიან ჭურვებს მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური Zartonk Media ავრცელებს.

აქვე აღნიშნულია, რომ MIL-მა ორი თვის წინ სომხეთი 5 მილიონი ერთეული 7.62-მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიებითაც მოამარაგა.

ინდოეთის მიერ სომხეთში ბოლოს გაგზავნილი სამხედრო აღჭურვილობა მოიცავდა Pinaka-ს მრავალლულიან სარაკეტო გამშვებებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, რაკეტებსა და სხვა საბრძოლო მასალას.

ამასთან, 2023 წლის აგვისტოში სომხეთმა ინდოეთისგან ATAGS-ების ტიპის უახლესი საარტილერიო სისტემები მიიღო. როგორც ცნობილია, ერევანმა 84 ATAGS-ი 155.5 მილიონ დოლარად შეუკვეთა და გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ინდოეთმა აღნიშნული სისტემები მიყიდა.

კომენტარები